top of page

სამსახურის წარმომადგენლები BARTA 2024-ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში ჩაერთნენ, სადაც ჟიურის უკუკავშირი გაზიარდა და ხარისხიანი ანგარიშგების შედგენაზე გაკეთდა აქცენტი




მსოფლიო ბანკმა, ბუღალტრული რეფორმის  ბენეფიციართა ფონდთან (RSF) პარტნიორობით, 2024 წლის საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA) კონკურსი გახსნილად გამოაცხადა. ბარტას დაჯილდოების ცერემონიალი მიმდინარე წლის დეკემბერში გაიმართება.




BARTA 2019 წელს ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა. ამ ყოველწლიური კონკურსის ჩატარება, უკვე ღირებულ ტრადიციად იქცა, ვინაიდან მისი მიზანია ქართული კომპანიების  ანგარიშგების და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლება ევროპული და გლობალური კონტექსტის გათვალისწინებით.




BARTA 2024-ის ფარგლებში, ღონისძიების ორგანიზატორებმა წინა წლის გამოცდილების გაზიარების მიზნით, სამიზნე აუდიტორიისთვის, კონკურსის მონაწილე და მონაწილეობის მიღების მსურველი პირველი კატეგორიის კომპანიების/ჯგუფებისთვისა და საზოგადოებრივი დაინტერესების პირებისთვის, საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, რის ფარგლებშიც დამსწრე აუდიტორიას გასული წლის კონკურსის ძირითადი მიგნებები გაუზიარეს. ღონისძიებაში SARAS-ის წარმომადგენლები იყვნენ ჩართული, სამსახურის მხრიდან აქცენტი გაკეთდა ფინანსური ანგარიშგების მიმოხილვის შედეგად გამოვლენილი შეუსაბამობებსა და ხარისხიანი ფინანსური ანგარიშგების მახასიათებლებზე, ასევე ანგარიშგების წარდგენის დროულობის მნიშვნელოვნებაზე.



აქვე, აღსანიშნავია, რომ 2023 წლიდან BARTA გაფართოვდება და უკვე პირველი კატეგორიის კომპანიებისთვის და ჯგუფებისთვის, ისევე როგორც საზოგადოებრივი დაინტერესების მქონე ყველა პირისთვის (სდპ), რომელთა შორის არიან A და B სალისტინგო კატეგორიებში შემავალი ყველა კომპანია.


კომპანიების განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 31 ოქტომბერი.



ამასთან წელს, კომპანიების ყოველ ძირითად კატეგორიას დაემატება „საუკეთესო მდგრადობის ანგარიშის ჯილდო“,  რომლის მიზანია მდგრადობის ანგარიშგების, განსაკუთრებით ევროკავშირში, სწრაფი განვითარების წარმოჩენა. ღონისძიების ორგანიზატორების მოლოდინით, წარმოდგენილი ანგარიშგებები დადგენილი საერთაშორისო ჩარჩოს გამოყენებით მომზადდება, როგორიცაა ევროპის მდგრადობის ანგარიშგების სტანდარტები (ESRS).



Kommentare


bottom of page