„საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს“ BARTA - ს კონკურსი დაიწყო
- infobartageorgia
- Oct 31
- 1 min read
Updated: 12 hours ago
განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 30 ნოემბერს დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ წელსაც BARTA-ს კონკურსი ღიაა პირველი კატეგორიის კომპანიებისა და ჯგუფებისთვის, ასევე ყველა კომპანიისთვის, რომელიც საზოგადოებრივი დაინტერესების პირია.
2026 წლის თებერვალში, დაჯილდოების ცერემონიაზე, 10 საპრიზო კატეგორიაში გამარჯვებულები საზეიმოდ გამოვლინდებიან. მათ შორის, წელსაც, გასული წლის მსგავსად, BARTA გამოავლენს „საუკეთესო დებიუტანტ კომპანიას“. ეს ნომინაცია აღიარებს და დააჯილდოებს დამწყებ კომპანიას, რომელიც მონაწილეობის პირველსავე წელს ანგარიშების მაღალ სტანდარტს აჩვენებს.
შეგახსენებთ, BARTA 2019 წელს ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა. მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა კორპორაციული ანგარიშგების რეფორმის ინიციატივა წამოაყენა. BARTA-2025 მხარდაჭერილია მსოფლიო ბანკის ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტისა და მდგრადობის ანგარიშგების (EAASURE) რეგიონალური პროგრამის მიერ, რომელსაც ფინანსური და მდგრადობის ანგარიშგების რეფორმების ცენტრი (CFRR) ახორციელებს.



