ჯილდოს შესახებ
საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო (BARTA)
მიზნად ისახავს საქართველო ბიზნესსა და ინვესტორებზე ორიენტირებული ქვეყანა გახდეს, რაც აუცილებელია მდგრადი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად. საქართველოს ეკონომიკის წარმატება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია კერძო სექტორის მიერ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორების მოზიდვაზე.
მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების გლობალურ რეიტინგში საქართველოს სახარბიელო მე -7 ადგილი უკავია, თუმცა, ქვეყანა ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი რომ გახდეს, ამისთვის აუცილებელია მმართველობითი ანგარიშგების და ზოგადად ფინანსური და არაფინანსური ინფორმაციის გამჟღავნების ხარისხის გაუმჯობესება.
დაჯილდოების დანიშნულებაა 2016 წლის ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ პერიოდში ანგარიშგების ახალ წესებთან შესაბამისობის წახალისება, კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობა და კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის გაუმჯობესება ინვესტორთა ნდობის მოსაპოვებლად, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.