top of page
WB-WBG-horizontal-CMYK.png
nbg-logo-05.jpg
Asset 2.png

B A R T A
საუკეთესო წლიური ანგარიშის
და გამჭვირვალობის ჯილდო

cup21-02.png
blick.png
blick.png

დაუსვი კითხვა

ბარტას ჟიურის

მსოფლიო ბანკი ანგარიშგების  და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნული ფონდთან (RSF)  პარტნიორობით 2024 წლის კონკურსს საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA) გახსნილად აცხადებს. ამ კონკურსის მიზანია ქართული კომპანიების  ანგარიშგების და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლება. ევროპული და გლობალური მოვლენების გათვალისწინებით, კერძოდ კი, მდგრადი ანგარიშგების დანერგვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების პირობებში, ამ ჯილდოს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლი ენიჭება.

BARTA 2019 წელს ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის  ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა, მას შემდეგ რაც ევროკავშირმა  კორპორაციული  ანგარიშგებების ფუნდამენტური გადახედვის ინიციატივა წამოაყენა. ევროკავშირი მოწოდებულია თავისი ეკონომიკის მდგრადი გარდასახვისკენ, რომლის აუცილებელი მოთხოვნაა კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგებას და ფინანსურ ანგარიშგებას თანაბრად მნიშვნელოვანი ადგილი ეკავოს. შესაბამისად, კორპორატიული მდგრადობის ანგარიშგების დირექტივა (CSRD) მოითხოვს, რომ 2025 წლიდან, 2024 ფინანსური წლისთვის, დაახლოებით 50,000-მა მსხვილმა და საფონდო ბირჟაზე განთავსებულმა ევროკავშირის კომპანიამ და მრავალმა მსხვილმა ევროკავშირში არშემავალმა კომპანიამ, რომელიც ახორციელებს მნიშვნელოვან ოპერაციებს ევროკავშირში, გამოაქვეყნოს მდგრადობის ანგარიშები ევროპული მდგრადობის ანგარიშგების სტანდარტების (ESRS) გამოყენებით. ანალოგიურად, გლობალურ დონეზე, მდგრადობის საერთაშორისო სტანდარტების საბჭომ (ISSB) გამოსცა თავისი პირველი სტანდარტები - ფასს (IFRS) S1 და ფასს (IFRS) S2, რომლებიც საფუძველს ჩაუყრის მდგრადობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნების ახალ ეპოქას მსოფლიო კაპიტალის ბაზარზე.

 

BARTA უკვე მეორედაა ღიაა პირველი კატეგორიის კომპანიებისთვის და ჯგუფებისთვის, ასევე ყველა კომპანიისთვის, რომელიც საზოგადოებრივი დაინტერესების პირია (სდპ), მათ შორისაა  A და B სალისტინგო კატეგორიებში შემავალი კომპანიები. ბირჟაზე დალისტული ყველა კომპანია ავტომატურად მიიღებს მონაწილეობას შეფასებაში შესაფერისობის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, რაც გულისხმობს აუდიტის უპირობო დასკვნას და კომპანიის კატეგორიისთვის სავალდებულო ყველა ანგარიშგების შესაბამისი ვადების დაცვით წარდგენას. საზოგადოებრივი დაინტერესების მქონე სხვა პირებს და პირველი კატეგორიის კომპანიებს/ჯგუფებს  განაცხადის თვითწარდგენა დასჭირდებათ.

კომპანიების განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 31 ოქტომბერი

მდგრადი ანგარიშგების დანერგვის მნიშვნელობის მაჩვენებელია 2024 წლის კონკურში კომპანიის თითოეული კატეგორიისთვის მდგრადი ანგარიშგების თითო ნომინაციის დამატება. ანგარიშები უნდა აისახოს წლიურ ანგარიშში და  მომზადდეს საყოველთაოდ აღიარებული საფუძვლების გამოყენებით, როგორიც არის ევროპის მდგრადობის ანგარიშგების სტანდარტები (ESRS), გლობალური ანგარიშგების ინიციატივა (GRI) ან ფასს-ი (IFRS).

სპონსორები-04.png
tbi.jpg
ქულების გადანაწილება

მსხვილი კომპანიები

(საფინანსო და არასაფინანსო სდპ 500 -ზე მეტი დასაქმებულით)

40

20

20

20

მმართველობის ანგარიში

კორპორაციული

მართვის ანგარიში

არაფინანსური ანგარიშგება

გამჭვირვალობის სხვა ღონისძიებები

შეფასების პროცესი 3-ეტაპიანია, რაც მოიცავს თავდაპირველ გაცხრილვას, წინასწარი შერჩევის შედეგად გამოვლენილი კომპანიების/ჯგუფების დეტალურ შეფასებას, და ბოლოს, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი ჟიურის მიერ გამარჯვებული კომპანიების/ჯგუფების გამოვლენას.


თავდაპირველი შერჩევა (გაცხრილვა) დამოკიდებული იქნება იმაზე, არის თუ არა კომპანია ლისტინგში შემავალი საზოგადოებრივი დაინტერესების მქონე პირი. ბირჟაზე დალისტული კომპანიებისთვის თავდაპირველი შერჩევა გულისხმობს საფონდო ბირჟაზე ლისტინგში შემავალი კომპანიების გამოვლენას, რომლებიც აკმაყოფილებენ ფინანსური ანგარიშგების მიმდინარე მოთხოვნებს, რაც დასტურდება აუდიტის არამოდიფიცირებული დასკვნით და წლიური ანგარიშის დროული წარდგენით ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში (SARAS), რაც www.reportal.ge ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე წლის 31 ოქტომბრისთვის. ამ კომპანიებს შემდეგ ეცნობებათ, რომ მათ შეასრულეს საწყისი შერჩევის კრიტერიუმები და ავტომატურად დაექვემდებარებიან შეფასდებიან.

საზოგადოებრივი დაინტერესების ყველა სხვა პირმა, რომელიც არ შედის საფონდო ბირჟის სალისტინგო A და B კატეგორიებში ასევე პირველი კატეგორიის კომპანიამ და ჯგუფმა, თვითონ უნდა წარადგინოს აპლიკაცია. თუმცა ლისტინგში შემავალი სდპ-ების მსგავსად, ისინიც უნდა აკმაყოფილებდნენ ფინანსური ანგარიშგების მიმდინარე მოთხოვნებს, რაც დასტურდება აუდიტის არამოდიფიცირებული დასკვნით და წლიური ანგარიშის დროული წარდგენით ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში (SARAS).


იმ კომპანიებმა/ჯგუფებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, თვითწარდგენა უნდა განახორციელონ თავიანთი წლიური ანგარიშის ელექტრონული ასლის გაგზავნით ფონდის ელექტრონულ მისამართზე. სდპ-ების, პირველი კატეგორების კომპანიების და ფგუფების სრული ჩამონათვალი, მათ შორის ისინი რომლებიც არ შედიან საფონდო ბირჟის სალისტინგო კატეგორიებში და რომლებსაც შეუძლიათ თვითწარდგენა მოცემულია საიტის შესაბამის სექციაში.


შენიშვნა: ყველა ბანკი, საფინანსო დაწესებულება, სადაზღვევო კომპანია და სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული საწარმოები კლასიფიცირდებიან როგორც საზოგადოებრივი დაინტერესების მქონე პირები. ზემოაღნიშნულთან ერთად, მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მათი აპლიკაციის განხილვისთვის საჭიროა ისინი ასევე აკმაყოფილებდნენ შესაბამისი მარეგულირებლის საანგარიშგებო სავადო მოთხოვნებს.

შეფასების პროცესი
1

მცირე და საშუალო კომპანიები

(სდპ 500 -ზე ნაკლები დასაქმებულით)

50

20

10

20

მმართველობის ანგარიში

კორპორაციული

მართვის ანგარიში

არაფინანსური ანგარიშგება

გამჭვირვალობის სხვა ღონისძიებები

გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება კომპანიების მიერ ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგების და აუდიტის  შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად მომზადებული მმართველობის ანგარიშგების, კორპორაციული მართვის ანგარიშგების, არაფინანსური ანგარიშგების  და სხვა ფაქტორების (მაგ. ანგარიშების გამოქვეყნება ვებგვერდზე, წლიური ანგარიშის წარდგენის დროულობა და წარდგენილი ანგარიშგებების ხარისხი) შეფასების საფუძველზე. ამდენად, კონკურსში მონაწილეობის პირობა სამართლებრივ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაა

BARTA white.png

ჟიური

ჟიურის წევრები ადგილობრივი კონსულტანტების დახმარებით განახორციელებენ კომპანიებისთვის ქულების მინიჭებას თითოეულ კატეგორიაში. თითოეულ კომპანიას მიენიჭება შესაბამისი ქულა (100-დან), ზემოთ წარმოდგენილ ცხრილში ნაჩვენები კომპონენტების მიხედვით.

ეტაპები

1

2024 წლის დაჯილდოების შესახებ საჯარო განცხადების გამოქვეყნდება

2

ყველა დაშვებული კომპანიის ჩამონათვალი, მათ შორის კომპანიების, რომლებიც არ შედიან საბირჟო ლისტინგში და აკმაყოფილებენ თვითწარდგენის მოთხოვნებს ქვეყნდება დაჯილდოების ვებგვერდზე

3

კომპანიების/ჯგუფების მიერ სამსახურისთვის (SARAS) გამოსაქვეყნებლად გამზადებული ანგარიშების წარდგენა

4

სამსახურის მიერ ანგარიშები ქვეყნდება www.reportal.ge ვებგვერდზე, პირველი კატეგორიის კომპანიების/ჯგუფების და სხვა სდპ-ების თვითწარდგენა- 31 ოქტომბერი 2024

5

დალისტული სდპ-ის ინფორმირება თავდაპირველი შერჩევის შესახებ - 2024 წლის 15 ნოემბრამდე

6

დეტალური შეფასება - 2024 წლის ნოემბერი-დეკემბერი

7

დაჯილდოების ცერემონია - 2024 წლის 13 დეკემბერი
4
bottom of page