ეკატერინე მიქაბაძე - BARTA-ს კონკურსი საქართველოში ანგარიშგების კულტურის გაძლიერებასა და ინვესტორთა ნდობის ზრდას უწყობს ხელს
- infobartageorgia
- Nov 12
- 1 min read

საქართველოში დაიწყო კონკურსი – BARTA 2025 „საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო“, რომელიც, უკვე მეექვსე წელია, კომპანიების ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლებას ემსახურება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, BARTA-ს კონკურსის მნიშვნელობა იზრდება, რადგან ის საქართველოში ანგარიშგების კულტურის გაძლიერებასა და ინვესტორთა ნდობის ზრდას უწყობს ხელს.
„ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსია საქართველოში ანგარიშგების მაღალი სტანდარტისა და გამჭვირვალობის მაღალი დონის უზრუნველსაყოფად. ყოველწლიურად კონკურსი აჩვენებს, რომ ანგარიშგების სტანდარტები მზარდია საქართველოში“, – აღნიშნა მიქაბაძემ.

