ირინა გორდელაძე - "BARTA არის გამჭვირვალობის ოსკარი ქართულ ბიზნესში"
- infobartageorgia
- Nov 12
- 1 min read

საქართველოში დაიწყო კონკურსი - BARTA 2025 "საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო", რომელიც მიზნად ისახავს ანგარიშგების მაღალი სტანდარტებისა და გამჭვირვალობის კულტურის დანერგვას ქართულ კომპანიებში.
მსოფლიო ბანკის მართვის საკითხებში უფროსი კონსულტანტის, ირინა გორდელაძის თქმით, კონკურსის მთავარი ამოცანაა ბიზნეს სექტორში ანგარიშგების ხარისხის გაუმჯობესება და საჯარო ინტერესის მქონე კომპანიებისთვის გამჭვირვალობის სტიმულირება.
„პროექტის მიზანია ანგარიშგების გამჭვირვალობის გაუმჯობესება და ამაღლება ქართულ კომპანიებში. კონკურსი ღიაა საზოგადოებრივი დაინტერესების პირებისთვის, ასევე პირველი კატეგორიის, ანუ მსხვილი საწარმოების და ჯგუფებისთვის,“ - აღნიშნა გორდელაძემ.
მისი განმარტებით, მონაწილე კომპანიებს შეუძლიათ განაცხადის შეტანა ოფიციალური ვებგვერდის, barta.ge-ს საშუალებით.

