

საინდენტიფიკაციო კოდი
202349440
სახლე/გვარი
ლევან დუნდუა
ელ. ფოსტა
ტელ.:
577105692
ვებ გვერდი
საფოსტო მისამართი
300 არაგველის ქ. 24, თბილისი, საქართველო
პ/ნ
01008021945
ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირის ინფორმაცია
სახლე/გვარი
თამარ ჯავახიშვილი
ელ. ფოსტა
ტელ.:
577504010
ორგანიზაციის შესახებ
სოკარ ენერჯი ჯორჯია (SEG) აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) შვილობილი ქართული ჰოლდინგია. კომპანია საქართველოში 2006 წლიდან საქმიანობს და ნავთობისა და გაზის რეალიზაციისა და დისტრიბუციის სექტორში ოპერირებს ორი ძირითადი შვილობილი კომპანიის: „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმისა“ და „სოკარ ჯორჯია გაზის“ საშუალებით. ჯგუფი ახორციელებს ნავთობპროდუქტების იმპორტს, მარკეტინგსა და დისტრიბუციას, ასევე ბუნებრივი გაზის მიწოდებას საცალო და საბითუმო მომხმარებლებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
ორი ათწლეულის განმავლობაში, ჩვენ წვლილი შეგვაქვს საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაში ენერგიის საიმედო მიწოდების, საოპერაციო გამოცდილების, თანამედროვე ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიური ნოუ-ჰაუს გაერთიანებით. მომსახურების ხარისხი, უსაფრთხოება, მედეგობა და უწყვეტობა ჩვენი საქმიანობის ქვაკუთხედს წარმოადგენს.
ენერგეტიკული ლანდშაფტის ცვლილებასთან ერთად, ჩვენ მზად ვართ მიზანმიმართულად ვიაროთ წინ. ჩვენი მიზანია ოპერაციების მოდერნიზაცია, ენერგეტიკული და გარემოსდაცვითი მაჩვენებლების გაუმჯობესება, ენერგოეფექტიანობის ინიციატივების გაფართოება, გაციფრულების ხელშეწყობა და დაბალნახშირბადიანი გადაწყვეტებისა თუ ელექტრომობილობის ინფრასტრუქტურის განვითარების მხარდაჭერა. ინოვაციებისა და პასუხისმგებლიანი ზრდის ხელშეწყობით, ვცდილობთ უკეთესი მომსახურება გავუწიოთ ჩვენს მომხმარებლებს, გავაძლიეროთ ჩვენი ბიზნესის მედეგობა და წვლილი შევიტანოთ საქართველოს უფრო ეფექტიან და მდგრად ენერგეტიკულ მომავალში.
მისია: საქართველოს ენერგოუსაფრთხოების ხელშეწყობა ნავთობპროდუქტებისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების სფეროში დაგროვილი გამოცდილების, ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ნოუ-ჰაუს საფუძველზე ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ინფრასტრუქტურის ოპერირების გზით.
ხედვა: ენერგეტიკული ტრანზიციის, ინოვაციისა და გაციფრულების გზით წამყვან ენერგო-ჰოლდინგად ჩამოყალიბება.
შენიშვნა
მოხარული ვარ, წარმოგიდგინოთ „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ 2025 წლის მდგრადობის ანგარიში, ჩვენი მეორე დამოუკიდებელი ანგარიში, რომელიც ეძღვნება კომპანიის საქმიანობის გარემოსდაცვით, სოციალურ, ეკონომიკურ და მმართველობით ასპექტებს. იგი მომზადებულია გლობალური ანგარიშგების ინიციატივის (GRI) სტანდარტების შესაბამისად და, უპირველეს ყოვლისა, წარმოადგენს ჩვენს მცდელობას, გულწრფელად ვისაუბროთ გასულ წელზე: იმაზე, თუ რას მივაღწიეთ და სად გვმართებს კიდევ მუშაობა. ამგვარი ღიაობა უკვე არჩევანი აღარ არის. ეს არის ის, რასაც ჩვენი დაინტერესებული მხარეები და, უფრო ფართოდ, ქართული საზოგადოება სამართლიანად ელის კომპანიისგან, რომლის საქმიანობაც ამდენი ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას ეხება.
ეს მოლოდინები აყალიბებს ჩვენს წარმოდგენას კომპანიის როლზე. როგორც „სოკარ ჯგუფის“ ნაწილი, ჩვენი მიმართულება იმ ვალდებულებებიდან მომდინარეობს, რომლებიც ჯგუფმა მომავალი წლებისთვის დაისახა. ჯგუფის უწყვეტი ტრანსფორმაცია მდგრად განვითარებას უფრო ცენტრალურ ადგილს უთმობს მმართველობასა და გრძელვადიან სტრატეგიულ აზროვნებაში, მათ შორის მის კლიმატურ და გარემოსდაცვით ამბიციებში. „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ ნავთობისა და გაზის რეალიზაციისა და დისტრიბუციის ოპერაციების ხასიათი მნიშვნელოვნად განსხვავდება ჯგუფის უფრო ფართო საქმიანობისგან, თუმცა მიმართულება საერთოა. ჩვენი პასუხისმგებლობაა, ეს გლობალური ვალდებულებები გარდავქმნათ ისეთ ქმედებებად, რომლებიც ფასეული იქნება ჩვენი ბიზნესისთვის, რისკებისა და გავლენების მართვისთვის, იმავდროულად, გავცეთ პასუხი ქართული საზოგადოების მოლოდინებსა და პასუხისმგებლიანი ბიზნესის წარმართვის საერთაშორისო სტანდარტებს, რომელთა წონაც სულ უფრო იზრდება.
გთხოვთ, თქვენი შეკითხვები ან კომენტარები გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე:
ლევან დუნდუა
ბიზნესკომუნიკაციების მენეჯერი
l.dundua@socar.ge
იხილეთ მდგრადობის ანგარიში ჩვენს ვებ მისამრთზე https://www.socar.ge/en/reports
