

საინდენტიფიკაციო კოდი
სახლე/გვარი
მარიამ მინდიაშვილი
ელ. ფოსტა
ტელ.:
599193060
ვებ გვერდი
საფოსტო მისამართი
0144
პ/ნ
01019031809
ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირის ინფორმაცია
სახლე/გვარი
დავით ცაავა
ელ. ფოსტა
ტელ.:
599111393
ორგანიზაციის შესახებ
ბაზისბანკი 1993 წელს დაფუძნებული ქართული ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც მომხმარებლებს საბანკო, სალიზინგო და სადაზღვევო მომსახურებას სთავაზობს. 2026 წლის აპრილში ლიბერთი ბანკის საკონტროლო წილის შეძენით, ბაზისბანკის ჯგუფი საქართველოში სიდიდით მესამე უნივერსალურ საბანკო ჯგუფად ჩამოყალიბდა. გაფართოებული ჯგუფი აერთიანებს ბიზნესის დაფინანსების მრავალწლიან ექსპერტიზას, ძლიერ საცალო მიმართულებასა და ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილ მომსახურების ქსელს.
2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, ბაზისბანკის ჯგუფის კონსოლიდირებული აქტივები დაახლოებით 12 მილიარდ ლარს, მთლიანი სასესხო პორტფელი 7.93 მილიარდ ლარს, ხოლო მომხმარებელთა დეპოზიტები 8.96 მილიარდ ლარს შეადგენდა. წლის პირველ ნახევარში ჯგუფის წმინდა მოგებამ 100.4 მილიონ ლარს მიაღწია. ეს მაჩვენებლები მოიცავს ლიბერთი ბანკის კონსოლიდაციის ეფექტს და ასახავს გაფართოებული ჯგუფის ფინანსურ მასშტაბსა და მომგებიანობას.
ბაზისბანკის მისიაა მომხმარებლების გაძლიერება, მათი პირადი და ბიზნეს მიზნების მიღწევის მხარდაჭერა და
გრძელვადიანი ღირებულების შექმნით უკეთესი, უფრო მდგრადი მომავლის მშენებლობაში მონაწილეობა.
მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ფინანსური გადაწყვეტილებებით ბანკი ხელს უწყობს ბიზნესების განვითარებას, ფინანსურ ხელმისაწვდომობასა და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას.
ბაზისბანკის ხედვაა თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული უნივერსალური ფინანსური ჯგუფის განვითარება, რომელიც სანდო პარტნიორობას ინოვაციურ ტექნოლოგიებთან აერთიანებს. ჯგუფის მიზანია, ფინანსური მომსახურება გახადოს უფრო მარტივი, სწრაფი და ხელმისაწვდომი, ხოლო ინტეგრირებული საბანკო, სალიზინგო და სადაზღვევო შესაძლებლობებით მომხმარებლებს სრულყოფილი ფინანსური გამოცდილება შესთავაზოს.
ბაზისბანკის ძირითადი ღირებულებებია თანამშრომლობა, უწყვეტი განვითარება, მოქნილობა და ხარისხი. ეს ღირებულებები გამოიხატება მომხმარებლებსა და პარტნიორებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, თანამშრომლების პროფესიულ ზრდაში, ცვლილებებზე დროულ რეაგირებასა და მომსახურების მაღალი სტანდარტების დაცვაში. ჯგუფის საქმიანობას საფუძვლად უდევს კეთილსინდისიერება, გამჭვირვალობა და პასუხისმგებლობა მომხმარებლების, თანამშრომლებისა და საზოგადოების წინაშე.
